თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიიდან“ გათავისუფლებული 18 თანამშრომლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიიდან“ გათავისუფლებული 18 თანამშრომლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიიდან“ გათავისუფლებული 18 თანამშრომლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია ,,იბერია-TV-ს“ ყოფილი თანამშრომლების სარჩელი, შპს ,,იბერია TV“-ის წინააღმდეგ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს ,,იბერია TV“-ს დაეკისრა მოსარჩელეებისთვის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაციის, 7 დღის სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლომ მხარეთა არ არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ დაადგინდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა შრომით და არა ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულებებს და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.- ნათქვამია სასამართლოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი სარჩელი, რომლის განხილვაც ახლო მომავალში დაიწყება. ამჯერად, სარჩელი 11 ჟურნალისტს ეხება, რომელიც ტელეკომპანიას უჩივის.
მანამდე „იბერიას“ თანამშრომლებმა ხელფასებისა და კომპენსაციის მოთხოვნით აქცია რამდენჯერმე გამართეს.
ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები