თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტებმა, განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ცენტრთან, აქცია გამართეს

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტებმა, განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ცენტრთან, აქცია გამართეს

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიის“ სტუდენტებმა, განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ცენტრთან, აქცია გამართეს.
სტუდენტებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც აღნიშნულ უნივერსიტეტებს ავტორიზაცია გაუუქმდათ.
„ფაქტობრივად, ვერაფერს გვეუბნებიან. გვითხრეს, რომ სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სასწავლებლებიც გამოაცხადებენ მობილობას, თუმცა ვერ გვაძლევენ იმის გარანტიას, რომ ვთქვათ, ამ კერძო სასწავლებლებს შემდგომში ავტორიზაცია არ გაუუქმდებათ. გარდა ამისა, „ჰიპოკრატეში“ 3000 ლარს ვიხდიდით და ახლა შეიძლება, ისეთ უნივერსიტეტებში მოვხვდეთ, რომლებსაც თანხა ბევრად მეტი იქნება გადასახდელი“, – აცხადებს სტუდენტი ქეთი გაგუა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი აცხადებს, რომ უკვე მესამე ჯგუფს შეხვდნენ და განუმარტეს, რომ მხოლოდ მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია იქნება დაბალი, რადგან სულ 500 სტუდენტი მიიღებს მასში მონაწილეობას. უკვე მიმდინარეობს მუშაობა და გვაქვს როგორც სახელმწიფო დაწესებულებებთან, ასევე კერძო სასწავლებლებთან სამუშაო რეჟიმი. მაქსიმუმ 10 დღის ვადაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ყველა იმ დაწესებულების ჩამონათვალს, რომელიც მობილობაში მიიღებს მონაწილეობას. რასაკვირველია, საფასურთან დაკავშირებითაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გვექნება საუბარი უნივერსიტეტებთან. მაგრამ ეს საკითხი, ისევე, როგორც კრედიტების აღიარების საკითხი, უნივერსიტეტების გადასაწყვეტია“, – აცხადებს თამარ მახარაშვილი.
სტუდენტებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ საშუალება, eqe.ge-ზე ნახონ ჩამონათვალი ყველა იმ კერძო და საჯარო დაწესებულებისა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მობილობაში.
„თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატესა“ და „თბილისის საერთაშორისო აკადემიას“ ავტორიზაცია მიმდინარე თვეში სასწავლო სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო გაუუქმდათ. ორივე უნივერსიტეტში, საერთო ჯამში, 500-მდე სტუდენტი სწავლობდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები