თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 – დადებითი … ყველაფერი კარგად იქნება !“, – აცხადებს ჯიშკარიანი.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3306 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1481 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები