თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ახლადარჩეული მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომ მერია სითი პარკის წინააღმდეგ სასამათლოში იდავებს, აკრიტიკებს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ეს გზა დროის კარგვაა.

“ეს არასწორი მიდგომაა და ძალიან ჰგავს ნარმანიას სცენარს, რომელმაც იურისტები დაიქირავა სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულების გადასახედად. უნდა მივიღოთ ვადაწყვეტილება ან სითი პარკი გადის ქალაქიდან ან ვიღებთ მდგომარეობას, როცა კალაძის მერობის პერიოდში თბილისში რჩება პარკირების მოუგვარებელი პრობლემა. ეს არასწორი გზა და საზოგადოების მოტყუებაა”, – განუცხადა “იმედს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

დღესვე კახა კალაძეს უპასუხა კომპანია სითი პარკმაც. კომპანიაში განმარტავენ, რომ ახლადარჩეულ მერს გამოწერილი ჯარიმების გამამართლებელ განაჩენებზე არასწორი ინფორმაცია აქვს. ისინი ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ კალაძეს შეხვდნენ და ყველა საკითხზე კონსულტაცია გაიარონ.

მანამდე კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა “სითი პარკის” წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

მისივე თქმით, ის მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას გეგმავს. ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან უწყებას იბარებს და წინასწარ უნდა იცოდეს, რა ვითარება ხვდება მერიაში,- ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები