თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მედია დაესწრება-გიორგი ალიბეგაშვილი

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას  მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მედია დაესწრება-გიორგი ალიბეგაშვილი

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც  თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისების საკითხები უნდა განიხილონ, მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მედია დაესწრება. ამის შესახებ გიორგი ალიბეგაშვილმა თქვა.

მისივე თქმით, ამის მიზეზი პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სხდომის ჩაშლის მცდელობაა.

“ბოლო ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალები განწყობილია იმისკენ, რომ ხელი შეუშალონ თბილისის საკრებულოს მუშაობას. ეს ცხადყო წინა საკრებულოს სხდომაზე გამოვლენილმა ჩაშლის მცდელობამ და აგრეთვე მერიასთან განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სრულიად აშკარა იყო ჩვენი სამართლადამცველების შეურაცხყოფა და ამავე დროს ინფრასტრუქტურის დაზიანება. აქედან გამომდინარე, თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკრებულოს სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები. კანონის დარღვევის საშუალებას არავის მივცემთ”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად შენობაში ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.

საკრებულოს შენობასთან პოლიცია დილიდანაა მობილიზებული.

29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.

კატეგორიები: Uncategorized, პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები