თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის და ნისლის გამო, 3 რეისი Lufthansa – მიუნხენის მიმართულებით, Qeshm Air – თეირანის მიმართულებით და Turkish Airlains – სტამბულის მიმართულებით გაუქმდა.

რაც შეეხება სხვა რეისებს, Georgian Airways-ის მოსკოვის რეისი თბილისის ნაცვლად, თავდაპირველად ქუთაისში ჩაფრინდა და შემდეგ გადმოფრინდა თბილისში. ასევე, ქუთაისში დაეშვა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თბილისში უახლოეს პერიოდში გადმოფრინდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები