თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა.
„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის თავზე 3-ჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, თვითმფრინავი აეროპორტში 35 წუთის დაგვიანებით, მაღალი სიჩქარით დაჯდა.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, მიზეზი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმრთაობა გახდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამაშველო ჯგუფი მობილიზებული იყო, თუმცა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს სამაშველო სამსახურის დახმარება არ დასჭირვებიათ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები