თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული,28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული,28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლონ.

თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბანია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები