თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დღეს მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა.

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დღეს მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა.

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია დღეს მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, მერიის მხრიდან კომპანიასთან, სამუშაოს დაჩქარებასთან ან დროულად გაკეთებასთან დაკავშირებით, მითითებები არ ყოფილა. მისივე თქმით, კომპანიას საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდა იმისათვის, რომ სამუშაოები ხარისხიანად გაეკეთებინა.
“რაიმე სახის დაჩქარებასთან ან დროულად გაკეთებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან მითითებები არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისათვის, რომ გაეკეთებინა სამუშაოები ხარისხიანად, ალბათ ძალიან ბევრ კითხვაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და შესაბამისად, დაისაჯონ ძალიან მკაცრად ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება”,-განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანიას განმარტებით, მეტროსადგურ “ახმეტელზე” და “ვარკეთილში” რეაბილიტაცია იქ არსებული კრიტიკული მდგომარეობის გამო დაიწყო, რომელსაც თბილისის სატრანპორტო კომპანია უწევდა ზედამხედველობას.
ასეთი ფორმით რატომ გააკეთეს “შეკიდული ჭერი”, შემდეგ რამ გამოიწვია ჩამონგრევა, _ ეს იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, თუ ვიბრაცია იყო იმაზე მეტი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, უნდა დადგინდეს გამოძიებით.
“მიმდინარე სამუშაოებს ზედამხვედველობას თბილისის სატრანპორტო კომპანია უწევდა. მე ერთხელ ვიმყოფებოდი კიდეც ობიექტზე, ისევე, როგორც ამავე კომპანიის გაკეთებულ წინა ობიექტზე მეტროსადგურ “ახმეტელზე”, ამ მეტროსადგურებზე რეაბილიტაცია დავიწყეთ იმიტომ, რომ ძალიან კრიტიკული სიტუაცია იყო. მიღება-ჩაბარების დოკუმენტებზე და სხვა დეტალებზე უმჯობესია სატრანპორტო კომპანიას ჰკითხოთ”,- განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები