თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი სხვადასხვა დარღვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი სხვადასხვა დარღვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი სხვადასხვა დარღვევისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჩამონათვალში მოხვდა თბილისის 109-ე, 50-ე, 169-ე და 145-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელები. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი 4 სახის დარღვევა გახდა, რაც მენიუს შეცვლას, საქმის წარმოებაში გადაცდომებს, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმებასა და ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვას ეხება.

კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ ბაღების შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება.

მანამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის მენეჯერი დისციპლინური ნორმების დარღვევის მიზეზით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები