თბილისის N19, N84 და N125-ე ბაგა -ბაღების დირექტორებმა ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელისგან, კახა გვანცელაძისგან შეიტყვეს.

თბილისის N19, N84 და N125-ე ბაგა -ბაღების დირექტორებმა ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელისგან, კახა გვანცელაძისგან შეიტყვეს.

თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელობამ, ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, 4 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს აღსაზრდელების ახლომდებარე საბავშვო ბაღებში გადაანაწილება. 
800 ბავშვის გადანაწილების პროცესი ორშაბათს, 29 იანვარს უნდა დასრულდეს.
თბილისის N19, N84 და N125-ე ბაგა -ბაღების დირექტორებმა ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელისგან, კახა გვანცელაძისგან შეიტყვეს.
თბილისის მერიამ ბაღების ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნის შედეგად მიიღო.
ექსპერტებმა ორკვირიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ აღნიშნული ბაგა-ბაღების შენობა-ნაგებობი არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.
ექსპერტიზის დასკვნით, ფუნქციონირება შეუწყდა დიღმის მასივში მდებარე N19 ბაგა-ბაღს. შენობა გასული საუკუნის 60-იან წლებშია აგებული და სამი კორპუსისგან შედგება. ერთ-ერთი, ბაგა-ბაღის ადმინისტრაციული კორპუსი, მთლიანად ამორტიზირებულია და, სავარაუდოდ, შესაძლოა, დემოტაჟი დასჭირდეს.
ხოლო, დანარჩენ 2 კორპუსს, სადაც 2-დან 6 – წლამდე ბავშვები ყოველდღე თამაშობდნენ, გამაგრება დასჭირდება – ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ექსპერტებმა. დღემდე, ამ შენობაში 244 აღსაზრდელი დადიოდა.
დღეს, N19 ბაგა-ბაღში მშობლებმა ბავშვები ჩვეულებრივ მიიყვანეს, თუმცა, მათ შვილები უკან გააყოლეს.
როგორც „კვირას“ N19 ბაგა-ბაღის დირექტორმა ხატია ბუჩუკურმა განუცხადა, ყველა ბავშვი გადანაწილდება მათ საცხოვრებელთან ახლომდებარე ბაღში.
მისივე თქმით, ბაღის არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება, ისინიც სხვა ბაღებში გადანაწილდებიან.
„ექსპერტიზის ასეთ დასკვნას ველოდი. შენობა იმდენად ძველი და ამორტიზირებულია, რომ გუშინ, როდესაც ბატონმა კახა გვანცელაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გადმომცა, არც კი გამკვირვებია. შენობა გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. გარეგნობით არ ეტყობა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნის შედეგი არ გამკვირვებია. შენობას კოსმეტიკური რემონტი 2 წლის წინ ჩაუტარდა, ვიდრე ამ თანამდებობაზე დამნიშნავდნენ. ჩვენ 4 დღის ვადა გვაქვს, რათა ყველა ბავშვი გადანაწილდეს ახლომდებარე ბაგა-ბაღებში. ყველა ჯგუფს გადაყვება როგორც პედაგოგი, ასევე აღმზრდელი და თითოეული თანამშრომელი გადანაწილდება. ეს საკითხი, ბუნებრივია, ასე უნდა გადაწყდეს, არც ერთი თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩება“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას N19 ბაგა-ბაღის დირექტორი ხატია ბუჩუკური, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დაინიშნა.
„ კვირა“ კიდევ ერთი ბაღის დირექტორს დარეჯან ჯამაგიძეს დაუკავშირდა. აღნიშნული საბავშვო ბაღი ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს.
N125 ბაგა-ბაღის დირექტორი დარეჯან ჯამაგიძე ამბობს, რომ შენობა, სადაც 200 აღსაზრდელი სწავლობდა, 1907 წელს აშენდა.
„ეს იყო საუკუნის შენობა, რომელიც ადრე კერძო სახლი იყო, გასული საუკუნის 50-იან წლებში საბავშვო ბაღს გადაეცა და იმ დროდან ბავშვებისთვის ფუნქციონირებდა“ – აღნიშნა დარეჯან ჯამაგიძემ, რომელმაც „კვირას“ შეკითხვები უპასუხოდ დატოვა და მერიის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობასთნ გადაგვამისამართა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამორტიზებულ შენობა-ნაგებობში, სადაც 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები ყოველდღე დადიოდნენ და საფრთხის ქვეს იმყოფებოდნენ, სხვადასხვა ხელისუფლების დროს, არჩევნებზე საარჩევნო უბნები იხსნებოდა და არც ერთ პოლიტიკური ამბიციების მქონე პირს, საბედისწერო შემთხვევაზე არ უფიქრია.
შეგახსენებთ, დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.
ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, N125, N19 და N84 საბავშვო ბაგა-ბაღების ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა, როგორც არადამაკმაყოფილებელი. ექსპერტების დასკვნით, საჭიროა, შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები, არსებული მდგომარეობით კი, ბაღების ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

 წყარო:kvira.ge
კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები