თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებული სპორტული ფესტივალი „თბი-ლისი“ გრძელდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებული სპორტული ფესტივალი „თბი-ლისი“ გრძელდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებული სპორტული ფესტივალი „თბი-ლისი“ გრძელდება.

როგორც „კვირას“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, 19 მაისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართება. სპორტულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ადგილზე განხორციელდება.

მერიის ინფორმაციით, ფესტივალი, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურულ და საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა ART მარკეტი, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში, აქტიური იქნება საბავშვო გასართობი კუთხე. საფესტივალო დღე „სალიოს“ კონცერტით დაიხურება, რომელიც 18:00 საათიდან გაიმართება.

„ფესტივალი  ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და დასვენებისა და გართობისთვის სასურველი გარემოს შექმნას ემსახურება. საფესტივალო ღონისძიებები შემოდგომამდე ყოველ შაბათს გაიმართება,“ – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები