თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მოქალაქეებს, რომელთაც თბილისის განვითარებაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, თანამშრომლობას სთავაზობს.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მოქალაქეებს, რომელთაც თბილისის განვითარებაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ ‘’ინტერპრესნიუსს’’ ‘’ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან’’ აცნობეს.
როგორც კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განაცხადა, მოქალაქეების მხრიდან ბევრი სატელეფონო ზარი და შეტყობინება განხორციელდა, რომლებიც ინტერესდებიან, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ იმ პროცესებში, რაც თბილისის განვითარებისთვის უნდა დაიწყოს და სად შეიძლება წარადგინონ საკუთარი იდეები ამ მიმართულებით.
„ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა თბილისის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილი, სადაც მოვლენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში. ეს ადგილი იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები, ხედვები – ჩვენ მზად ვართ, გავიზიაროთ“, – განაცხადა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ქვეყანაში ნებისმიერ სუბიექტს აქვს უფლება, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეათანხმოს ხეების გადატანის, ან რეკულტივაციის გეგმები-ლევან დავითაშვილი

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის თარიღი ზუსტდება
