თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს თავისი გუნდის წევრები წარადგინა
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს თავისი გუნდის წევრები წარადგინა. მისი თქმით, “კეთილსინდისიერ და პროფესიონალ ადამიანებს” დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ამასთან, ელისაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში თქვა, რომ მის გუნდის შეუერთდება თბილისის მერიის მოქმედი თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, გამგებლები. ალესაშვილმა აღნიშნა, რომ მერიაში არიან დარჩენილი ადამიანები, რომლებიც “გულმოდგინედ შრომობენ ქალაქისთვის”. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ჯერჯერობით, მათ ვინაობას არ გაამხელს.
ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები არიან:
დავით ნიკოლაიშვილი – ურბანისტი, აშშ-ს ქალაქ ცინცინატის უნივერსიტეტის მაგისტრი;
ვატო სურგულაძე – ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი დაცვის სპეციალისტი, ბოსტონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის განხრით მიიღო განათლება. იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. კავკასიის უნივერსიტეტის სკოლის დეკანი.
დევი ტაბიძე – მედიცინის აკადემიური პროფესორი, სოციალური უზრუნველყოფის სპეციალისტი.
ნატო კირვალიძე – გარემოსდამცველი, მწვანეთა მოძრაობის წევრი.
სანდრო სარალიძე – არქიტექტორი.
ნინო კორძახია – არქტექტორ-რესტავრატორი. ძველი თბილისის სპეციალისტი. ჩართული იყო თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტებში. მუშაობდა თბილისის განვითარების ფონდში. არის იკომოს-საქართველოს წევრი.
ნანა ოქრუაშვილი – სამუზეუმო საქმიანობის სპეციალისტი. თოჯინების მუზეუმის დირექტორი – 2007-2016 წლებში.
ირაკლი ჯუღელი – სამოქალაქო აქტივისტი, მუშაობდა გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ივანე ნორაკიძე – იურისტი, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი – საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
მსგავსი სიახლეები

ციხელაშვილი-ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ

სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის გარანტიების შექმნაში

გიგი წერეთელი, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.
