თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელად, ვახტანგ ლომჯარია წარადგინა.

„ლომჯარია პროფესიით ეკონომისტი, ფინანსისტი და საჯარო მმართველობის სპეციალისტია. მან განათლება გერმანიაში მიიღო, ამჟამად გადის დოქტორანტურას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება და დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ნამდვილად წაგვადგება ამ საქმეში. ცხოველების მონიტორინგის სააგენტო ბოლო პერიოდში მუდამ იყო საზოგადოების და ცხოველთა დამცველების ყურადღების ცენტრში. იყო ბევრი შენიშვნა, სურვილი და დარწმუნებული ვარ, ახალი გუნდი ახალი ხედვებით დააკმაყოფილებს როგორც ქალაქის საჭიროებებს, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე – ასეთი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ეს სამსახური, რომელიც იზრუნებს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ცხოველების უფლებებსადა იქნება ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენთაგანს რომ იყოს – ჰუმანური და თანამედროვე”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები