თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცხოველების და მათი უფლებების დაცვის თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ მიმართ საზოგადოება უფრო ჰუმანური უნდა გახდეს.

როგორც მან აღნიშნა, მერია, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს. თბილისის მერმა ამ საკითხზე, მოქალაქეებს თანადგომისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„გარდა კანონისა, ჩვენ, საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ, რადგან ცხოველების და მათი უფლებების დაცვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო ჰუმანურები უნდა ვიყოთ. მერიის მხრივ რაც შესაძლებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, საკმაოდ აქტიურები არიან, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა. ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემას, რომელიც არსებობს ცხოველების მოპყრობის თვალსაზრისით, აუცილებლად მოვაგვარებთ“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში მეტისი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ დაჭრეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, ძაღლი თავშესაფარშია გადაყვანილი და ოპერაცია ჩაუტარდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები