თბილისის მერის მოადგილის – მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ხეების ჭრაზე საკომპენსაციო თანხების დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელებენ

თბილისის მერის მოადგილის – მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ხეების ჭრაზე საკომპენსაციო თანხების დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელებენ

თბილისის მერის მოადგილის – მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ხეების ჭრაზე საკომპენსაციო თანხების დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელებენ. ამის შესახებ ბითაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

მაია ბითაძის თქმით, მერია იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე მხარდაჭერას პარლამენტშიც მოიპოვებენ.

“პირველი დავალება, რომელიც მერისგან მივიღეთ, საკომპენსაციო თანხების გაზრდაა. ვფიქრობთ, ამ მხრივ გარკვეულ მხარდაჭერას საქართველოს პარლამენტშიც მოვიპოვებთ. თანხები გაიზრდება იმდენად, რომ ამ ხეების მოჭრის ეკოღირებულება აღდგეს. საკომპენსაციო თანხები მიმართული იქნება მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ საკომპენსაციო თანხების დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკა გამოვიყენოთ. ეს საკომპენსაციო თახა გამოიყენება ზიანის დაანგარიშებისთვის და ხეების უკანონო ჭრასთან მიმართებით. ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება, მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მწვანე ნარგავების ჭრა. მეორე ღონისძიებად გამოყენებული იქნება გადარგვა, რომლის მეთოდოლგიასაც შევიმუშავებთ. მესამე და უკიდურეს შემთხვევაში მოხდება ძალიან დიდი საკომპენსაციო თანხების გადახდა”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მაია ბითაძეს ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე უშუალოდ ჩართვა დაავალა. ამასთან, კახალაძემ განაცხადა, რომ მშენებლობის დროს ერთი ხის მოჭრაზე საკომპენსაციო თანხა 700 ლარია, ” რაც ნამდვილად არაადეკვატური და არასერიოზულია”.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები