თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და სლოგანი – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, დეკორაციის ნაწილად გამოიყენეს.

თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და სლოგანი – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, დეკორაციის ნაწილად გამოიყენეს.

თბილისში, თავისუფლების მოედნის საახალწლო ნაძვის ხის ირგვლივ, თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და სლოგანი – “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, დეკორაციის ნაწილად გამოიყენეს. წარწერა ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად იქნება და მისი მონტაჟი ამჟამად მიმდინარეობს.

 თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსმა  განმარტა, რომ ეს არ არის რაიმე ოფიციალური სლოგანი, არამედ ესაა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება:

“ბუნებრივია, ის ყოველთვის გამოიყენებს ამ დაპირებას რეალიზების ნაწილში. მე იმედი მაქვს, რომ ეს მართლა ასე იქნება. ამიტომ, ალბათ ბევრჯერ შეგხვდებათ ეს სიტყვა მერის ოფიციალურ ტექსტებში”.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

2017-2018 წლის საახალწლო ილუმინაციებისთვის სამი მლნ ლარი დაიხარჯა. მერიამ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდა საახალწლო ილუმინაციები და აქსესუარები. განახლებული ილუმინაციები იქნება რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები