თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი დღეს მეტროსადგულ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა.

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი დღეს მეტროსადგულ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა.

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი დღეს მეტროსადგულ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, მერიის ლაბორიატორია ზედამხვედველობას უწევს როგორც მოცულობითი, ისე ხარისხობრივი ნაწილის შემოწმებას. მისივე თქმით, კონტროლი სამუშაობის დაწყებიდან დასრულებამდე ხორციელდება.
“არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი ვისაც ამ საქმეში ბრალი მიუძღვის. ჩვენ მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროს მეტროსადგურ “ახმეტელის” ექსპერტიზისთვის და არამხოლოდ მეტროებს, არამედ სხვა ობიექტებსაც ინტენსიურ რეჟიმში ვაკონტორლებთ. მერიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხს მერიის ლაბორიატორია ამოწმებს, ზედამხვედველობას უწევს როგორც მოცულობითი, ისე ხარისხობრივი ნაწილის შემოწმებას. სამუშაოების ჩატარების დროს ხდება ზედამხედველობა, აქ არის საუბარი როგორც ფარულ, ისე ხილულ სამუშაოებზე. ეს კონტროლი ხორციელდება მანამ, სანამ არ იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული”,-განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც, შესაძლოა, მეტროსადგურში ჭერის ჩამოვარდნა გამოიწვია. როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში საუბარია როგორც უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე, ისე საპროექტო დოკუმენტის კვალიფიკაციაურად შედგენაზე.
“აღნიშნულ შემთხვევაზე საუბარია როგორც უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე, ისე საპროექტო დოკუმენტის კვალიფიციურად შედგენაზე. მეტროსადგურის მოძრაობის აღდგენას რაც შეეხება, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში გვაქვს მოძრაობის აღდგენა დაგეგმილი”, -აღნიშნა ბენდელიანმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები