თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნები ყველა დაწესებული რეკომენდაციის დაცვით ჩატარდება. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს მოქალაქეებს არჩევნის გაკეთება უსაფრთხო გარემოში შეეძლებათ.
“რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო უბნებს, იქ ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო უბნები იქნება ისეთი უსაფრთხო, როგორც არაფერი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

„ზაზა ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს, სააკაშვილს, შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას“
