თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის კახა კალაძის შეფასებით, მერიას და საკრებულოს მოსახლეობასთან ცუდი კომუნიკაცია ჰქონდა
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის კახა კალაძის შეფასებით, მერიას და საკრებულოს მოსახლეობასთან ცუდი კომუნიკაცია ქონდა და ის თავის გუნდთან ერთად ამ პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს:
„კომუნიკაციას რომელიც წლების განმავლობაში იყო საკრებულოს და მერიის მხრიდან, ჩემთვის არ არის მისაღები, რა თქმა უნდა ცუდი კომუნიკაცია იყო. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება ურთიერთობა მოსახლეობასთან. ბოლო სამი წლის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული ქალაქის საკეთილდღეოდ, რომელიც არა მარტო მოსახლეობამ, არამედ ბევრმა ჩვენმა თანაგუნდელმაც კი არ იცის. ეს ზოგადად არა მარტო მერიის პრობლემაა, არამედ მთავრობასაც აქვს პრობლემები ამ მიმართულებით, შესაბამისად ვერ ვახდენთ მოსახლეობამდე მივიტანოთ ის საქმეები, რომლებიც გაკეთდა 2012 წლიდან, შესაბამისად ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ. სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან პირადად ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.“- განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს

არჩილ თალაკვაძე: საქართველოში საინვესტიციო გარემო საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისა და ინვესტორების მხრიდან, სათანადოდაა შეფასებული
