თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებებს აანონსებს. როგორც მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თუ ვინ იქნებიან ახალი სახეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„საკადრო ცვილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტრული ცვლილებები, ჩვენ მაქსიმალურად შვეცდებით ყველას პროფესიონალიზმი იყოს გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მერის უფლებამოსილების განხორცილებებას ის, ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, ჩემს ხმარდამჭერებს, თბილისელებს, ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მე ყოველდღიურად ვგრძნობ, თბილისელების ასეთი ჩართულობა მიორმაგებს პასუხისმგებლობას, მე თქვენს მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ, ყოველ წუთს შემოდის მოლოცვები, ახლაი იდეები, წერილები „ფეისბუქის“, ტელეფონის თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

მინდა გამცნოთ, რომ კანონის თანახმად მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები ნოემბრის მეორე ნახევრიდან, ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ტრანზიციის პერიოდში ჩვენ ნაკლები აქტიურობა გვექნება, პირიქით, გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით”, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები