თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებული ხარვეზები დღეს გამოქვეყნდება

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებული ხარვეზები დღეს გამოქვეყნდება

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებული ხარვეზები დღეს გამოქვეყნდება. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

დედაქალაქის მიწათასრგებლობის გენგეგმა 6 ეტაპისგან შედგება. მერიას მიღებული აქვს 5 ეტაპის დოკუმენტაცია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან მე-6 ეტაპზე დოკუმენტში ხარვეზი სამჯერ დაფიქსირდა.

25 დეკემბერს თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145 600 ლარით დააჯარიმა და ხარვეზების გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, მერიას 18 ივნისს ჩაჰბარდა. მისი შემქმნელების თქმით, ეს დოკუმენტის სამუშაო ვერსიაა და მნიშვნელოვანია პროცესში მოქალაქეთა ჩართვა. თბილისის ახალარჩეული მერმა უკვე დასრულებული გენგეგმა თავიდან შესასწავლად სპეციალურ ჯგუფს გადასცა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები