თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება. მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები წყნეთში მიმდინარეობს, სადაც 1317 ძირი მავნებლებით დაზიანებული, ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრა., – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სანიტარული ჭრები განხორციელდა ასევე კოჯორსა და ოქროყანაში.
თბილისის მერიის გამწვანების სამსახური სანიტარულ ჭრებს პერიოდულად ახორციელებს. მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრა განხორციელდა კუს ტბაზე, ბეთანიაში, შინდისში, მთაწმინდის მიდამოებში, გლდანსა და ავჭალაში.
აღნიშნული ღონისძიებები კომპლექსურად ხორციელდება. იგი მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, მცენარეული საფარის ხმობას.
2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.
თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც რეაგირების ღონისძიებების გეგმა შემუშავდა.
მსგავსი სიახლეები

„წელს პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს“
“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ პარტიული სია

“ნებისმიერი ტელევიზიიდან უნდა ისმოდეს განსხვავებული აზრი და ამის თარგმნა, რომ ვიღაცა ტელევიზიას ემუქრება, არასერიოზულია”
