თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო.

თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო.

თბილისის მერიასთან ”ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელი აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესი 17 ოქტომბერს გაიმართება. მოსამართლემ ყველა დაკავებული პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, მერიას სასამართლოსგან გაეგზავნება დადგენილება, რომ აქციის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები სასამართლოს წარუდგინოს.

რაც შეეხება პოლიციელების ჩანაწერს, სამართალდამცავებს აქციის დროს წვიმის გამო საწვიმრები ეცვათ, ამიტომ მათ სამხრე კამერებით დაკავების მომენტი ვერ გადაიღეს.

გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები