თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხვალ, გენგეგმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

“ხვალ გვაქვს ერთი დიდი განხილვა, სადაც იქნებიან მიწვეული ექპერტები და “ სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლები. გენგეგმასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ეს კითხვები აქვს მერიაში კონკრეტულ სამსახურს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რაზეც უნდა დაფუძნდეს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება. სწორი განვითარება შესაბამისად, ამ დოკუმენტს აქვს დიდი მნიშვნელობა და უნდა იყოს სრულყოფილი და სწორი. იქნება განხილვები და უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 28 მარტს არის ბოლო ვადა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება. მინდა უფრო მეტი დრო დაეთმოს განხილვას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი პროფესორი ჩაერთოს და ნახოს რაზეა ზოგადად საუბარი. დოკუმენტი, რაც მერიაში შემოვიდა ნებისმიერი ადამინისთვის არის ხელმისაწვდომი. როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა შევქმენით ექსპერტთა ჯგუფი და მივმართეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ისინი ამ განხილვებში ჩართულიყვნენ და შემდგომ არ ყოფილიყო დემაგოგიური, პოპულისტური განცხადებები, თუმცა მათ ეს არ ისურვეს, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად მერიამ 2 800 000 ლარი გამოყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები