თბილისის მერია ნიკა მელიას ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს (ვიდეო)

თბილისის მერია ნიკა მელიას ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკანორ მელიას მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებას, რომ პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან გამართული არასანქცირებული აქციის მიმდინარეობისას მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისის მერია სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
მერიაში აცხადებენ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. „თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული“, -აცხადებენ მერიაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები