თბილისის მერია ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს 1 000 ახალი მიკროავტობუსით ჩაანაცვლებს

თბილისის მერია ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს 1 000 ახალი მიკროავტობუსით ჩაანაცვლებს

დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსის შესაძენად თბილისის მერია ბაზრის კვლევასა და სატენდერო პროცედურას დაიწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული მიკროავტობუსების პარკი ამორტიზებულია და მგზავრთა კომფორტული გადაადგილებისთვის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამ მიზნით, გასულ წელს მერიამ 300 მიკროავტობუსი შეიძნია და წელსაც 400 ახალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს.

„თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. კომპანია კაპიტალის მოზიდვას უზრუნველყოფს და პირველ რიგში, ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს გამოისყიდის. ასევე, დამატებით, 400 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება. ჯამში, ჩვენ გვეყოლება 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს. უახლოეს დღეებში, ამ მიზნით, თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას, რათა შევისყიდოთ დამატებითი რაოდენობა, რომლის მოწოდების ვადა განისაზღვრება წლის ბოლომდე. შესაბამისად“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები