თბილისის მერია დღეს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად კიდევ 55 ოჯახს გადასცემს

თბილისის მერია დღეს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად კიდევ 55 ოჯახს გადასცემს

თბილისის მერია დღეს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობა იმსჯელებს გლდანის, კრწანისის, სამგორის, და ვაკის რაიონებში მცხოვრები 12 ოჯახისთვის საკუთრების დაკანონების საკითხზე. საუბარია საცხოვრებელ ფართებზე, სადაც ეს ოჯახები წლებია ცხოვრობენ. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემათ.

რაც შეეხება უკვე გადაცემულ ქონებას. კიდევ 55 ოჯახს გადაეცა მუნიციპალიტეტისგან საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად და დღეს მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობებიც გადაეცემათ“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები