თბილისის მერია 55 ოჯახისთვის წლების განმავლობაში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების გადაცემის საკითხს განიხილავს

თბილისის მერია 55 ოჯახისთვის წლების განმავლობაში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების გადაცემის საკითხს განიხილავს

თბილისის მერია 55 ოჯახისთვის წლების განმავლობაში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„დღეს განვიხილავთ მუნიციპალიტეტის შვიდ რაიონში 55 ოჯახისთვის წლების განმავლობაში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართების გადაცემის საკითხს. მათ აღნიშნული ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცემათ. ყველაზე მეტი – 41 ოჯახი სამგორის რაიონში დაიკანონებს ფართებს, მთაწმინდის რაიონში 6 ოჯახი, ისნის რაიონში 3 ოჯახი, ვაკის რაიონში 2 ოჯახი, გლდანის რაიონში 1 ოჯახი, კრწანისის რაიონში 1 ოჯახი, ხოლო ჩუღურეთის რაიონში 1 ოჯახი.

ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ამ ოჯახებს. დანარჩენებს კი მოვუწოდებ: თუ კიდევ ვინმეა დარჩენილი, რომელიც მრავალი წელია ცხოვრობს ფართში, რომლის დაკანონება აქამდე ვერ შეძლო, მიმართოს მისი რაიონის გამგეობას, თუმცა, აქვე უნდა დავაზუსტო, რომ ეს პროცესი გამორიცხავს სახელმწიფოსგან მიტაცებული ფართების და მიწის ნაკვეთების მისაკუთრებაში ხელშეწყობას და მინდა ყველას მოვუწოდო, ასეთ ჩანაფიქრზე უარი თქვას“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები