თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მფლობელების მიერ, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მფლობელების მიერ, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

თბილისის მერი კახა კალაძე სოფელ ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მფლობელების მიერ, თბილისის მერიის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიწის მეპატრონეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმით მდგომარეობა გაუუარესდათ, შეუძლიათ, მერიის სპეციალურ კომისიას მიმართონ.

„გენერალური გეგმით ამ ადამიანებს სიტუაცია არ გაუარესებიათ. წინა გენგეგმაშიც იგივე ზონები იყო. ახალი გენგეგმის ჯგუფმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, გაუუარესდა სიტუაცია, ეს არ ეხება მხოლოდ ლისის ტბასთან არსებულ მიწის ნაკვეთებს, მთელი ქალაქის მასშტაბით, ამისთვის შექმნილია სპეციალური კომისია, მათ აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ კომისიას და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გარკვეულ ღონისძიებებს განახორციელებს, რომ ადამიანებს მდგომარეობა არ გაუუარესდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სოფელ ლისისა და ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მფლობელებმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართეს. მიწის მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მიწებზე, რომლებსაც წლებია, ფლობენ, დედაქალაქის ახალი გენერალური გეგმის თანახმად, მშენებლობის უფლება გაუუქმდათ, რადგან ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. მიწის მესაკუთრეები აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა შესთავაზა, თუმცა, მათივე თქმით, მუნიციპალიტეტმა ჯერ საკითხის გადაწყვეტა გააჭიანურა, რამდენიმე კვირის წინ კი, მიწების გამოსყიდვა მინიმალურ ფასად შესთავაზა, რაც მოქალაქეთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები