თბილისის მერი კახა კალაძე საშობაო ალილოს ვარდების მოედანზე შეუერთდა

თბილისის მერი კახა კალაძე საშობაო ალილოს ვარდების მოედანზე შეუერთდა

თბილისის მერი კახა კალაძე საშობაო ალილოს ვარდების მოედანზე შეუერთდა, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობის დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ შობის დღესასწაულს, მთელს საქართველოს, ასევე, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას. დღევანდელი დღე სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის ზეიმია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ღონისძიება კოსტუმირებული წარმოდგენით მიმდინარეობს, რომელიც შობის ღამეს ასახავს. მოგვებისა და მწყემსების სამოსით შემოსილი მსვლელობის მონაწილეები შემოწირულობას ურმებზე აგროვებენ.

ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის, თბილისის საკრებულოს, საპატრიარქოსა და პრეზიდენტის სასახლის გავლის შემდეგ, სამების საპატრიარქო ტაძარში დასრულდება.

ღონისძიებაში თბილისის მერთან ერთად ვიცე-მერი და მერის მოადგილეები, ასევე, თბილისის მერიის თანამშრომლები მონაწილეობენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები