თბილისის მერი კახა კალაძე სარაჯიშვილის გამზირზე გზისა და ხიდების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერი კახა კალაძე სარაჯიშვილის გამზირზე გზისა და ხიდების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერი კახა კალაძე სარაჯიშვილის გამზირზე გზისა და ხიდების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო.
გზის რეაბილიტაცია სავალი ნაწილის კაპიტალურ შეკეთებას, ტროტუარების მოწყობას, დაზიანებული სანიაღვრე ქსელის აღდგენას და ახლის მოწყობასაც ითვალისწინებს. ამასთან, მდინარე გლდანულაზე არსებული ავარიული ხიდების სრული დემონტაჟი განხორციელდება და ახალი აშენდება.
„მთლიანად დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია, მოცულობითი და ღირებულებაც საკმაოდ დიდია. პროექტის განხორციელება 8 მილიონი ლარი დაჯდება და მომავალი წლის აპრილისთვის ასრულდება. ტერიტორია მთლიანად მოეწყობა. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება ძალიან საშიში იყო“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ზაჰესის დასახლებიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო საპირისპირო მიმართულებაზე ორმხრივი იქნება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 26 მარტს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 850 000 ლარია. ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კონსტრაქშენ სერვისი“ ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 8 057 871 ლარს შეადგენს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები