თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის 12 ნომერთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურს ეხმაურება

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის 12 ნომერთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურს ეხმაურება

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის 12 ნომერთან დაკავშირებით ატეხილ ხმაურს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რუსთაველის 12 ნომერთან დაკავშირებით ცრუ განგაში ატყდა, იქ მშენებლობა არ იგეგმება“.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რუსთაველის გამზირზე თუ რაიმე პროექტის მშენებლობა დაიგეგმება, ეს მოხდება ფართო საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ.
„იქ არანაირი მშენებლობა არ იგეგმება და არანაირი შეთანხმება მშენებლობაზე არ არის მიღებული. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი შენობა-ნაგებობა განთავსდება, თუმცა, ზოგადად, რუსთაველის გამზირი არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენთაგანისთვის. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ასე სწრაფად არ და ვერ მოხდება. ეს იქნება საერთო განხილვის საგანი, თუ რაიმე პროექტი და საინვესტიციო მშენებლობა იქნება დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გამოტანილი იქნება საჯაროდ და იქნება განხილვები. ასე რომ, ცრუ განგაშს ნუ აყვებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში კიდევ ერთი სასტუმრო Four Season-ის მშენებლობა იგეგმება.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა წინასწარი თანხმობა უკვე გასცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ექვსივე წევრმა სასტუმროს ესკიზს დადებითი შეფასება მისცა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები