თბილისის მერი კახა კალაძე იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატის შეხვდა

ისრაელის დედაქალაქში თბილისის მერის კახა კალაძის მეგობრული ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ისრაელში მცხოვრებმა ბიზნესმენმა მენი ბენიშმა თბილისისა და იერუსალიმის მერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მისი, როგორც მერის წარმატების საფუძველი ის ბიზნესგამოცდილება იყო, რომელიც მერის პოსტზე კარგად გამოიყენა. მენი ბენიშის განცხადებით, ბიზნესკომპანიებსა და ქალაქის მთავრობას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისში ბიზნესფორუმის გამართვის იდეა, ნირ ბარკატის თბილისში ჩამოსვლა და ქალაქ იერუსალიმთან თანამშრომლობა შესანიშნავია. ისრაელის მოქალაქეები და მე, რომლებიც საქართველოსა და თბილისის პოტენციალს ვიცნობთ, ვცდილობთ,  სხვადასხვა მიმართულების განვითარებას დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, ტურიზმი, უძრავი ქონება და ა.შ. ვფიქრობ, ეს საქართველოსადმი ისრაელის ინტერესს უფრო მეტად გაზრდის. კახა კალაძის მეგობრული ვიზიტი თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მენი ბენიშმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები