თბილისის მერი კახა კალაძე დღეს მუხიანში, რაგბის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს მუხიანში, რაგბის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს მუხიანში, რაგბის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოთქმული შენიშვნების შემდეგ, კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ხარვეზების გამოსწორება დაიწყო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე სამუშაოების დროს შეიცვლება მინდვრის საფარი, მოწესრიგდება გასახდელები და საპირფარეშოები.
„არსებობდა პრობლემები. კომპანიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლავე უნდა იყოს გარკვეული მიზეზები, რის გამოც გაფუჭდა აშენებული, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მიმდინარე სამუშაოების დროს შეიცვლება მინდვრის საფარიც, მოწესრიგდება გასახდელები, საპირფარეშოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
„საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელის განცხადებით, სამუშაოს ძირითადი ნაწილი ერთ კვირაში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მუხიანის სპორტულ კომპლექსში არსებული მდგომარეობა დაათვალიერა და მას შეურაცხმყოფელი უწოდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები