თბილისის მერი დავით ნარმანია, უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

თბილისის მერი დავით ნარმანია, უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

თბილისის მერი დავით ნარმანია, უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ უფლებამოსილება ცესკოს მიერ შემაჯამებელი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ შეუწყდება.

„როგორც კი ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შემაჯამებელ მონაცემებს გამოაქვეყნებს და გამოიცემა აქტი ახალი მერის დანიშვნის თაობაზე, იმ დღიდან ოფიციალურად შემიწყდება უფლებამოსილება. სად გადავინაცვლებ და როგორია ჩემი გეგმები, ამას მედიას აუცილებლად შეგატყობინებთ“, – განაცხადა თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. თბილისის მერის არჩევნებში უმრავლესობის კანდიდატმა კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიპოვა გამარჯვება. საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები