თბილისის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის კახა კალაძის არჩევას მსოფლიო მედია აფასებს.

თბილისის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის კახა კალაძის არჩევას მსოფლიო მედია აფასებს.

თბილისის მერად მმართველი გუნდის კანდიდატის კახა კალაძის არჩევას მსოფლიო მედია აფასებს.

ჯაჭვური რეაქცია – “მილანის” ძველი მოთამაშე კახა კალაძე თბილისის ახალი მერია – ამ სათაურით სტატიას The sun აქვეყნებს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში 2012 წელს ჩაერთო, 51 პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა.

“კახა კალაძე – “მილანის” ყოფილი მცველი თბილისის მერად აირჩიეს, წერს BBC. 39 წლის კალაძემ 51% პროცენტი მიიღო. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა “მილანის” რიგებში, სადაც 9 წელი გაატარა. 2012 წელს კი, ფეხბურთიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა”,-წერია BBC-ის სტატიაში.

არჩევნების შედეგებზე ასევე წერს France24. თბილისმა ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი აირჩია, წერს გამოცემა. ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი თბილისის მერი გახდა, ამ სათაურით კი სტატიას Reuters აქვეყნებს. ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ფეხბურთელობის გარდა, კახა კალაძე წარმატებული ბიზნესმენია.

ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავის მორიგი გოლი – ამ შინაარსის სტატიას კი რადიო თავისუფლების ევროპული სამსახური აქვეყნებს და კახა კალაძის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გუნდურად თამაშის შესახებ საფეხბურთო მოედანზე მიღებული გაკვეთილის შემდეგ, ის მზად არის, მართოს საქართველოს დედაქალაქი. “თამაში, სადაც კახა კალაძეს დამატებითი დრო არ დასჭირდა“, ეს უკვე იტალიური მედიაა, რომელიც წერს – “მილანის“ ყოფილ ფეხბურთელს არ დასჭირდა მეორე ტური, რომ თბილისის მერი გამხდარიყო; “ქართულ ოცნებას“ ძლიერი ადამიანური და ფინანსური რესურსები გააჩნდა სხვა პარტიებთან შედარებით”.

გარდა იმისა, რომ უცხოური მედია კახა კალაძის საფეხბურთო კარიერას მიმოიხილავს, ის პირად ტრაგედიასაც იხსენებს და წერს, რომ 2001 წელს, კახა კალაძის ძმა გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს.

შეგახსენებთ, თბილისში უკვე დათვლილია ყველა (737) საარჩევნო უბნის მონაცემები. ცესკო-ს ცნობით, ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური არ ჩატარდება.

მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი – 17.46%-ით.

შემდეგ მოდის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი – 16.53%-ით.  ელენე ხოშტარია  – “ევროპული საქართველო“ – 7.13%. 3.02 %  – ირმა ინაშვილი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

დანარჩენმა კანდიდატებმა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები