თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას არ გამორიცხავს.

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას არ გამორიცხავს.

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას არ გამორიცხავს. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კალაძემ განაცხადა, თუ აუდიტი შემოწმებისას კანონდარღვევას აღმოაჩენს, დაუსჯელი არავინ დარჩება.
“არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ მოვიწვიოთ აუდიტის სამსახური, რადგან ვიბარებთ ძალიან სერიოზულ და ძალიან დიდ სტრუქტურას. შესაბამისად, ცუდი არაფერია იმაში, რომ გავიგოთ, სადმე თუ იყო პრობლემები და თუ რამე არის გამოსასწორებელი“, – განმარტა კალაძემ.
იგი მერის უფლებამოსილების შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები