თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა გაერთიანებული კომისიების სხდომაზე 16:00 საათზე დაიწყება

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა გაერთიანებული კომისიების სხდომაზე 16:00 საათზე დაიწყება

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა გაერთიანებული კომისიების სხდომაზე 16:00 საათზე დაიწყება, ოპოზიცია განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ამ ფორმით ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

„ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ ბიუჯეტი საკრებულოში ოპოზიციის შენიშვნების გათვალისწინების გარეშე დაბრუნდა. „ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. ეს ბიუჯეტი არ პასუხობს თბილისელების მთავარ პრობლემას. ჩვენ ვითხოვდით, რომ შემცირებულიყო ბიუროკრატიული ხარჯები. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას განხილვაში, თუმცა ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ოზაშვილი.

უმრავლესობა ოპოზიციის განცხადებებს პოპულისტურს უწოდებს.

„სწორედ უგულავას დროს, როდესაც ისინი დაგულაობდნენ ბიუჯეტის ხარჯზე, ბიუჯეტში ამ მიმართულებით  599 000 ლარი იყო გამოყოფილი, მიმდინარე წელს კი წარმომადგენლობითი ხარჯები მხოლოდ 190 000 ლარითაა განსაზღვრული. ასე რომ, ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ოპტიმიზაცია”, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა. მისივე თქმით,
შრომითი ანაზღაურება მერიაში 88 მილიონიდან 82 მილიონამდე შემცირდა.

2018 წლის ბიუჯეტი 861 მილიონს შეადგენს და დაახლოებით 60 მილიონითაა გაზრდილი.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები