„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება

თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, 30 სექტემბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: · კრწანისის მოედანზე; · გორგასლის ქუჩაზე; · კ. აფხაზის ქუჩაზე; · თავისუფლების მოედანზე; · რუსთაველის გამზირზე; · მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე; · გ. ტაბიძის ხიდზე; · კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე; · აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე) · ბაქოს ქუჩაზე; · მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე; · ზაარბრიუკენის მოედანზე.

თბილისის მერიის ცნობით, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება: ორთაჭალის გავლით, ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი კრწანისის მოედნიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდება. ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან.

“ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით. ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს გაივლის. აეროპორტისკენ მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ, გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები