საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ138–კმ158 მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტო ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტო ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტო ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტო ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
