თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კმ-ზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 10:00 საათიდან 14 სექტემბრის 20:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 260-ე კილომეტრზე (სადგური სამტრედია I, კმ104 პკ. 8-ში) არსებულ დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე რეზინო-კორდული ფენილის რეაბილიტაციას.
„აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა დროის მოცემულ პერიოდში სავალი ნაწილის დროებით ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა სამტრედიაში არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის გავლით. სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები