თბილისი ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს

თბილისი ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნა, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.

კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისთვის. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საუბრობენ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე.

კონგრესზე სიტყვით გამოდიან თურქული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ყაზახური, ტაჯიკური, ყირგიზული და ქართული როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესის ფარგლებში თბილისს 100-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს. კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ კომპანია „ვოსტოკკაპიტალის“ ორგანიზებით იმართება. კონგრესი ორდღიანია და ის 15 თებერვალს დასრულდება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები