თბილისი გეოლოგიური საფრთხეების კუთხით მაღალი რისკის ქალაქების სიაშია(იხ.ვიდეო)

თბილისი გეოლოგიური საფრთხეების კუთხით მაღალი რისკის ქალაქების სიაშია(იხ.ვიდეო)

თბილისი გეოლოგიური საფრთხეების კუთხით მაღალი რისკის ქალაქების სიაშია. დედაქალაქის თითქმის 50 პროცენტი ფერდობზეა გაშენებული. თბილისში საფრთხის შემცველი 500-ზე მეტი უბანია.

მაღალია ხევებისა და ხეობების დახრილობა, რის გამოც იზრდება მათგან ჩამომავალი წყლის ნაკადის სიჩქარე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თბილისი მშენებლობებისთვის ხელსაყრელი ადგილი არ არის, მაგრამ არსებობს უბნები, სადაც საფრთხე განსაკუთრებით იზრდება.

ქალაქი წლების განმავლობაში გაფართოვდა, გაჩნდა ახალი დასახლებები და შენობები. ხევების ნაწილი მიწით ამოივსო და გადაიხურა. კალაპოტებსა და ჭალების დიდ ნაწილზე ხალხი დასახლდა, რაც სპეციალისტების თქმით, სახიფათო და დაუშვებელია.

მოძველებულია სადრენაჟო, სანიაღვრე და საკანალიზაციო ნაგებობები. ისინი ვერ უზრუნველყოფენ თავსხმა წვიმის დროს ხევებში წარმოქმნილი დიდი მოცულობის ჩამონადენის შეუფერხებელ ჩადინებას მტკვარში.

წყარო:imedinews.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები