თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე დადებითად უკვე აისახა-ჭუნ შანი

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე დადებითად უკვე აისახა-ჭუნ შანი

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე დადებითად უკვე აისახა, – ამის შესახებ ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭუნ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება მოკლე დროში – 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინურმა მხარემ დიდი ინტერესი გამოხატა, დაეხმაროს ქართულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე პროდუქციის პოპულარიზების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ექსპორტის ზრდას ჩინეთში.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები