თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება, უდიდეს წარმატებას წარმოადგენს-ბიძინა გეგიძე

თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება, უდიდეს წარმატებას წარმოადგენს-ბიძინა გეგიძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” ულოცავს საქართველოს მთავრობას სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებას თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების თაობაზე.

ფრაქციის თავმჯდომარის, ბიძინა გეგიძის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება უდიდეს წარმატებას წარმოადგენს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უდიდეს წარმატებას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ზამთრის კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურიზმის შემდგომ განვითარებას. ფრაქცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მსგავს ინიციატივებს და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიმართულებით”.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები