თავდაცვის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები პირველი მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ

თავდაცვის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები პირველი მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, უწყებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ, ისევე, როგორც შტატიანი თანამშრომლები. ამის შესახებ “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში შრომითი ხელშეკრულებით 1315 პირია დასაქმებული. მათგან 1258 თანამშრომელი სადაზღვევო მომსახურებით ვერ სარგებლობდა.
“ცვლილების მიხედვით, 1 მარტიდან ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირი დამათი ოჯახის წევრები – მეუღლე და შვილი სს სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო პაკეტით ისარგებლებენ. ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია იგივე სადაზღვევო პირობებს სთავაზობს, რითაც თავდაცვის სამინისტროს შტატიანი თანამშრომლები სარგებლობენ”,- აცხადებენ სამინისტროში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები