თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ლევან იზორიამ ტადაჰარუ უეჰარას თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
მინისტრმა იაპონიას პოლიტიკური და გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ნატოს ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის განხორციელების პროცესში იაპონიის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები