თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კურიერის კითხვებს ე.წ მატროსოვის ციხიდან უპასუხა.

თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კურიერის კითხვებს ე.წ მატროსოვის ციხიდან უპასუხა.

თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კურიერის კითხვებს ე.წ მატროსოვის ციხიდან უპასუხა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არსებობდა ჯერ კიდევ ქართულ ოცნებამდე გამოთქმა “ახალაიების პირსისხლიანი რეჟიმი”, ახალაიამ უპასუხა, რომ ის მარტივი სამიზნე იყო.

“მარტივი რაღაც იყო, რა. მარტივი იმ თვალსაზრისით, რომ მე ვიყავი ძალიან მარტივი სამიზნე ჩემი გუნდელებისგან დაწყებული იმიტომ, რომ მაშინ ეს რაღაცნაირი კამპანია იყო დაწყებული, რომელსაც შევრჩი მარტო, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით და მარტივი იყო მათი მხრიდან ჩემი დემონიზება. მერე ეს გადაიზარდა რაღაცებში. მერე ვიღაცამ ჩათვალა, ალბათ, რომ გონივრულია, რომ ერთ კაცზე იყოს ეს აგრესია, გროვდებოდეს და ასე დავრჩი მარტო. მეტი სხვა არაფერი განსაკუთრებული,”- ამბობს ახალაია.

ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან გაჟღერებულ ფრაზებზეც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მასთან კითხვები ჰქონდათ. ბაჩო ახალაია ამბობს, რომ მასთან არასდროს არავის გასჩენია კითხვა.

“თქვენ, ალბათ, გსმენიათ “ახალაიასთან დაკავშირებით მაქვს კითხვები” ჩემი ყოფილი თანამებრძოლების მხრიდან, ხო? ჩემთან კითხვები არ დაუსვამს არავის, თუკი კითხვა არსებობდა, პასუხები იყო და არავის აქვს მორალური უფლება, როცა ადამიანს არ აქვს პასუხის გაცემის საშუალება, მაშინ თქვა, რომ იყო კითხვები. კითხვები თუ არსებობდა, უნდა დაესვათ. რა კითხვებზე იყო ლაპარაკი, არც მანამდე და არც მერე ისინი არ დასმულა. მე ციხეში ვიყავი მაშინ და აქედან ვუყურებდი და გაოგნებული ვიყავი. არ დასმულა ეს კითხვები, თუ დაისმებოდა, ყოველთვის იქნებოდა პასუხი. ყველა ქცევას აქვს ახსნა. უბრალოდ, მოდაში იყო “ახალაიასთან კითხვები მქონდა”. ეს იყო, მეტი არაფერი და ამასთან დაკავშირებით, მე პირადად მაქვს კითხვები. რაღაცნაირად ასეთი ფონი არსებობდა, რომ ვიღაცები თვლიდნენ, რომ ახლა ხელის შეწმენდა ადვილად შეიძლებოდა,”- პასუხობს ახალაია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები